ავზების განმასხვავებელი ნიშნები

როგორ განვასხვავოთ ნოვას წარმოებული ავზი, არსებული ანალოგებისგან?

ნოვას წარმოებული ავზები ბაზარზე არსებული ანალოგებისგან არამარტო ფორმებით არამედ ნედლეულის ხარისხითაც გამოირჩევა, რომელიც გამოუცდელი თვალისთვის ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. ხშირად ხარისხს მოხმარებამდე მომხმარებელი სიტყვიერად არ ენდობა და პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ ენდობა პროდუქციას, რომელიც საკვები პროდუქტებისთვისაც რეკომენდირებულია.

თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ნოვას წარმოებული ავზი, პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ გამყიდველმა მისი მექსიკური ნედლეულით წარმოების შესახებ უნდა გაცნობოთ და მეორე, განმასხვავებელი ნიშნები:

19 მარცვლიანი ყურძენი, კომპანიის ლოგო, ლიტრის ამსახველი ერთეული, HDPE პოლიეთილენის და საკვები კლასის აღმნიშვნელი ნიშნები, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი (202 358 126), წარმოების ხაზის დანერგვის თარიღი და ISO 9001 სერთფიკატის აღმნიშვნელი ნიშნები წარმოებულ პროდუქციას ამობურცვის მეთოდით აქვს დატანილი გვერდით და ზედა მხარეზე. ცნობადობის გასაზრდელად ამოტვიფრული ამოსაცნობი ნიშნები თეთრ ავზებზე ლურჯად, ლურჯ ავზებზე თეთრი საღებავითაა დაფარული.