წარმოების როტაციული მეთოდი

პოლიეთილენის ნაკეთობათა წარმოების რამდენიმე მეთოდიდან მსოფლიოში განსაკუთრებული მოწონებით როტაციული სისტემის დანადგარები სარგებლობს. მაღალი ხარისხის, მუშახელის სიმცირის, წარმოებისთვის საჭირო ფართის ეკონომიურობის თვალსაზრისით შერჩეული ტექნოლოგია არსებულთა შორის მოწინავე და პრაქტიკაში აპრობირებულია.

როტაციული  წარმოება პოლიეთილენის ფენების თანაბარ სისქეს უზრუნველყოფს, ამასთან შესაძლებელია რამდენიმე ფენიანი ავზის წარმოებაც (ერთი, ორი, სამი და ოთხ ფენიანი). ფენების სიმრავლე პროდუქციის დატვირთვიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ფაქტორია.  სერიულად ერთ და ორ ფენიანი ავზები,  სამ და ოთხ შრიანი ავზები გამოყენების სპეციფიკიდან გამომდინარე დაკვეთით იწარმოება.