ფერი და შრე...

ალბათ გებადებათ კითხვა რა განსხვავებაა თეთრი და ლურჯი ფერის ავზებს შორის. 
თეთრი ფერის ავზი სტანდარტულად ერთშრიანია, ლურჯი ფერის ავზი იწარმოება როგორც ერთშრიანი, ასევე ორშრიანი (ზედა ფენა ლურჯი, შიდა ფენა თეთრი).   ავზების ფასი ფერისა და ფორმის მიხედვით განსხვავებულია. თეთრ ერთშრიან ავზებს ძირითადად იყენებენ  ისეთ ადგილებში სადაც მზის სხივის ზემოქმედება ნაკლებია. მუქი ფერის ავზის დადებითი მხარე სწორედ ის არის, რომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ნებისმიერ ადგილზე. მუქი ფერის ავზებს ხშირად  საზაფხულო საშხაპეების მოსაწყობად იყენებენ. მუქი ფერის ზედაპირი მზის სხივების ხარჯზე კარგად ცხელდება, თუმცა წყალი დაცულია მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან, არ იცვლის ფერს და ინარჩუნებს პირვანდელ სახეს (არ იკიდებს ობს). ორშრიანი ავზის შემთხვევაში მზის სხივების უარყოფითი გავლენა კიდევ უფრო ნაკლებია. ნოვას წარმოების როტაციული სისტემა სამი დ აოთხშრიანი ავზების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ უკანასკნელს კომპანია, მხოლოდ დაკვეთის შემთხვევაში აწარმოებს...