ავზების საწარმო იხსნება

ნოვა პოლიეთილენის ავზების საწარმოო ხაზს ხსნის ბათუმში. წარმოების პროცესი იტალიური დანადგარებით და მექსიკური ნედლეულით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კომპანია პოლიეთილენის ავზების ერთ და ორშრიან საწარმოო პროცესს დანერგავს.

ხარისხის, მუშახელის სიმცირის, წარმოებისთვის საჭირო ფართის ეკონომიურობის თვალსაზრისით შერჩეული ტექნოლოგია არსებულთა შორის მოწინავე და პრაქტიკაში აპრობირებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გვეძლევა საშუალება ვიყოთ კონკურენტუნარიანი ქართულ ბაზარზე და მოსახლეობას შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი უკონკურენტო ფასად - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ზვიად აბულაძემ საწარმოს პრეზენტაციაზე.

საწარმოს გახსნად დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სხვა საპატიო სტუმრები.